კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ქართული ფინალი ვიხილეთ. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე ლაშა ბექაურს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ერთ მსოფლიოს პირველობაზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია. სათქმელია ისიც, რომ ეს მხოლოდ მე-4 შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ.
ფინალი დაძაბული გამოდგა და მეტწილად ბექაურის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, "გოლდენ სქორში" ვაზარი მაისურაძემ მიითვალა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე 4 მედალი აქვს აღებული. შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, გიორგი სარდალაშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა. ამ შედეგის წყალობით, ქართველი ძიუდოისტები კაცთა გუნდურ ჩათვლაში გალიდერდნენ, უახლოესი მდევარი კი იაპონიაახვალ, ტატამიზე 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ და საქმეში ორ ქართველს ვიხილავთ. ილია სულამანიძე და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებენ.