გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 59 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 95-ჯერ დაიცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენერალური შტაბის ცნობით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა ბახმუტისა და მარინკისთვის გრძელდება. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციები ნაწილობრივ გაარღვიეს.