ოპოზიცია, რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის ჩამოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, პასუხიამგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ დაწესებული საავტომობილო შეზღუდვა და ჩავარდნილი პროექტის მიზეზი ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული კორუფცია, გულგრილობა და დაუდევრობაა. პარტიის წევრები დღეს ამ თემაზე ბრიფინგს, რიკოთის უღელტეხილთან გამართავენ.