მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის, სინდი მაკკეინის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმებიდან გავა, მსლოფლიოს გამოკვება გაჭირდება. მისივე თქმით, შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მაისს ეწურება, აუცილებლად უნდა განახლდეს. შეთანხმება წესის თანახმად, 120 დღით უნდა გახანგრძლივდეს, მაგრამ რუსეთი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება.
რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ წინადადებების განსახილველად, სტამბულში შეხვედრაც გამართეს. შეხვედრის შედეგები, ჯერჯერობით, არ გასაჯაროვებულა.