ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ პეკინი ბრიუსელის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.
ბორელის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ჩინეთმა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში შუამავლის როლის შესრულების შესაძლებლობა უკვე დაკარგა. მისივე თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს, მაგრამ ჯერჯერობით მისთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევია.