ოკუპანტი ქვრყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, 6 სარაკეტო და 59 საჰაერო თავდასხმა განახორციელა. არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები. დანგრეული და დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ბახმუტისა და მარინკას ქალაქებისთვის გრძელდება. გენშტაბის ცნობითვე დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა რუსული ძალების იარაღისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.
ამასთან, რუსული ტელეგრამ არხები უკრაინული არმიის დარტყმებზე წერენ და ვარაუდობენ, რომ უკრაინამ კონტრიერიში დაიწყო.
როგორც "ბიბისი" წერს, ამ მომენტისთვის უკრაინული მხარის მიერ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ან უარმყოფელი ინფორმაცია არ არსებობს.