სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტრენინგ-სემინარი გასხნა თემაზე: "ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის" . მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მისი გავრცელების პრევენციისა და მედიაწიგნიერების საკითხებს.