ოპოზიციაში კრიტიკულად აფასებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას "ევროპელი სოციალისტების პარტიის" დატოვების შესახებ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის ანტიდასავლურმა რიტორიკამ და საერთაშორისო იზოლაციში ყოფნამ აღნიშნული ინსტიტუტის დატოვების აუცილებლობა გამოიწვია. მათი განმარტებით, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტმა კიდევ უფრო გაზარდა, შესაბამისად არც მწვავე საერთაშორისო შეფასებებს გამორიცხავენ.