300 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიცია და ათასზე მეტი დასაქმებული -„ვისოლ ჯგუფი“ დეველოპერულ ბაზარზე „ბიოგრაფის“ ბრენდით წარმატების მორიგი ისტორიის შექმნას გეგმავს. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ,,ვისოლ ჯგუფი" ბიზნესის დივერსიფიცირებას აგრძელებს. ამჯერად დეველოპერული ბაზრის მიმართულებით, სადაც მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას გეგმავს. „ვისოლ ჯგუფის“ მიზანი ახლა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე „ბიოგრაფის“ ბრენდით წარმატების მორიგი ისტორიის შექმნაა.