საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნა, რომლის პერსონალმა გადამზადება საერთაშორისო დონეზე უცხოელი ექსპერტების მეთვალყურეობით გაიარა. ახალი ლაბორატორია პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაათვალიერეს. მათი განცხადებით ლაბორატორიის გახსნის შედეგად ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი წამალი სახელმწიფოს მხრიდან სისტამატიურად გაკონტროლდება.