პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ გზავნილში წერს. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას არ დაელოდება და ის ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს. ექს პრეზიდენტმა ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მის სისხლის ანალიზებში სერიოზული პრობლემებია. მიხეილ სააკაშვილი ასევე წერს რომ მის ადვოკატებს აფერხებენ სტრასბურგისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის დოკუმენტების წარდგენაში.