20-21 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე გაახლებული შოუ-პროგრამით - „ქართული საგანძური“, თანამედროვე განათებითა და გახმოვანებით წასრდგება.
„ერისიონი“ დაარსებიდან აგროვებს, აცოცხლებს და აახლებს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ ფოლკლორულ ნიმუშებს, შესაბამისად, „ქართული საგანძური“ ყველა იმ შესრულებას მოიცავს, რომელიც, საუკუნეების განმავლობაში, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია.