ნაციონალურმა მოძრაობამ სკოლებში უფასო კვების შესახებ ვრცელი ანგარიში მოამზადა. პარტიაში ამბობენ, რომ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვა აუცილებელია რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს. ანგარიშში განხილული იყო წალენჯიხის მაგალითი, სადაც საჯარო სკოლებში მსგავსი პრაქტიკა უკვე დაინერგა.