პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და შეტაკებები მოჰყვა.
BBC-ის ინფრომაციით, დაპირისპირებას სულ მიცრე რვა ადამიანი მესხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო ქვეყანაში 1 400-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
პაკისტანის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით ისლამაბადის უმაღლეს სასამართლოში დააკავა. თავად იმრან ხანი კანონის დარღვევას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.