პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილების თანახმად იცვლება რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.