როგორც ჩანს სავალუტო ბაზარზე ქარიშხალმა გადაიარა და ლარის კურსი 2 და 50 იან ნიშნულს უბრუნდება. გუშინ კი ბაზარზე აშკარად პანიკური ქცევა შეინიშნებოდა, დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე თითქმის საათში ერთხელ იცვლებოდა და დღის ბოლოს 2 ლარსა და 60 თეთრსაც კი მიუახლოვდა. გაცილებით ძვირად იყიდებოდა ვალუტა კომერციულ ბანკებში. ლარის გაუფასურების დაახლოებით 2%-იანი ნიშნული დაადგინა დღის ბოლოს ეროვნულმა ბანკმაც. გუშინდელი სავალუტო ღელვით გამოწვეული გაურკვევლობა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების ტაბლოებზე დღეს დილითაც შეინიშნებოდა, როცა დოლარის შესყიდვასა და გასაყიდ ფასს შორის საკმაოდ დიდი სხვაობა დააფიქსირეს, თუმცა როგორც ჩანს სავალუტო ბაზარი ნელ-ნელა მშვივდდება და ლარი ისევ თავისუფალ ცურვაში გააგრძელებს მოძრაობას.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ეკონომისტი ოთარ აბესაძე