შარშანდელთან შერებით თბილისში უძრავი ქონების შეძენასა და დაქირავებაზე მოთხოვნა შემცირდა. ქვემოთ წამოვიდა ფასებიც, განსაკუთრებით ქირავნობის შემთხვევაში, რაც მიგრანტების ნაწილის ქვეყნიდან გასვლას, მათ მიერ უძრავი ქონების შეძენასა თუ ქირავნობის გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას უკავშირდება. თუმცა, რუსეთის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რაც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას უკავშირდება, ისევ გააჩინა მოლოდინი, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასები შესაძლოა ისევ გაფრინდეს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია უძრავი ქონების ასოციაციის ხელმძღვანელი, კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი