წელს მსოფლიოში ხორბლის წარმოების პროგნოზირებული მოცულობა 2 მილიარდ 785 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც შესაძლოა, ისტორიაში მეორე უდიდესი მოცულობა გახდეს. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი.
FAO განმარტავს, რომ აპრილში მნიშვნელოვანი ნალექის შედეგად ევროპის უმეტეს ქვეყნებში ნიადაგი ტენით გაჯერდა, რამაც მიმდინარე წელს ხორბლის მოსავლის პერსპექტივა გააუმჯობესა. ამის შედეგად FAO-მ ევროკავშირისთვის წარმოების პროგნოზი მცირედით, 139-ნახევარ მილიონ ტონამდე გაზარდა. ამასთან, ნალექის სიმცირის გამო წარმოების პერსპექტივა გარკვეულწილად შეზღუდულია ესპანეთსა და პორტუგალიაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთში ნალექის თანაბარი განაწილების შედეგად მარცვლეული კულტურების მდგომარეობა ზოგადად კარგია და ხორბლის წარმოება, დაახლოებით, 83 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე ნაკლებია. 2022-2023 სეზონურ წელს გლობალური მარცვლეულის წარმოების მიმდინარე პროგნოზი, FAO-ს მიერ წინა თვეში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, 7,7 მილიონი ტონით არის გაზრდილი. ამჟამინდელი პროგნოზით, გლობალური წარმოება 2 მილიარდ 785 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც გასული წლის მოცულობას ჯერ ისევ 1%-ით ჩამორჩება.
FAO წერს, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიოს მთლიანი წარმოება 800 მილიონ ტონაზე მეტად გაიზარდა, რაც ყაზახეთის დიდმა მოსავალმა განაპირობა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ხორბლის წარმოება გაიზარდა და მოსავალი ადრე პროგნოზირებულზე მაღალი იყო.