საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 მაისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3 მილიარდ 35 მილოიონი ლარია. მათივე ცნობით, წმინდა ამონაგები 512 მილიონ ლარს აჭარბებს. ამ ეტაპისთვის საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1 მილიონ 395 ათასი ადამიანია. ხოლო დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3 551 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 9 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.