აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, ბასარკეჩარის რაიონის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს.
უწყების ცნობით, სროლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო თავის არეში მძიმედ დაიჭრა. ის სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით ვითარება კიდევ უფრო დაამძიმეს და აზერბაიჯანის პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ოფიციალური ბაქოს მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვა.