საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თაღლითობისთვის ყოფილი მსჯავრდებულის, მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მალხაზ ბარამიძის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.