2019 წლის შემდეგ პირველად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგება. პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა შეეძლებათ. ამ გადაწყვეტილების ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოსალოდნელი სანქციების შესახებ აფრთხილებს. ოპოზიციის განმარტებით, პუტინის ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის შედეგია.