დღეს გახდება ცნობილი, თუ როგორც შეიცვალა საერთო სასამართლოების კანონპროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ. დეპუტატები აღნიშნულ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, ცვლილების მიზანია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებს მმართველი გუნდი არ გაიზიარებს.