ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ინტერმა“ „მილანი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ „მილანს“ ტრავმირებული რაფა ლეაო ვერ დაეხმარა, მწვრთნელმა პიოლიმ „ნაპოლისთან“ შეხვედრებისგან განსხვავებით, უფრო ღია თამაში შესთავაზა მეტოქეს და დებიუტში გაშვებული ორი გოლით დაისაჯა. „ინტერმა“ კონტრიერიშებზე მოქმედება არჩია და კიდევ რამდენიმე მომენტიც შექმნა: ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბარელამ შანსი ვერ გამოიყენა, ლაუტაროს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „როსონერი“ ანგარიშის შემცირებასთან ახლოს იყო, მაგრამ ტონალის დარტყმული ბურთიბასტონისგან რიკოშეტით ძელს მოხვდა. ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და ინძაგის გუნდმა გაიმარჯვა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 16 მაისს ჩატარდება.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ორი წაგებისა და ორი ფრის შემდეგ "ინტერმა" პირველად სძლია "მილანს".
გარდა ამისა, "ინტერმა" ზედიზედ 6 შეხვედრაში საერთო ანგარიშით 17:1 იმარჯვა - "მილანი" ბოლო 10 დაპირისპირებაში პირველად დამარცხდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიგზის შემდეგ 37 წლის ედინ ჯეკო ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფში გაიტანა გოლი.