დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფინალში პრინციპულ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ტატომ შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ბელგიელს მოუგო. 2021-ში ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე კი ამავე მეტოქეების დაპირისპირებაში გამარჯვება კასეს დარჩა.
შეგახსენებთ, რომ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს დღემდე მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა. შეჯიბრის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კგ წონაში ორი ქართველი ძიუდოისტი – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იჭიდავებენ.