რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას “კარგ ტენდენციას” უწოდებს. ვლადიმერ ჯაბაროვის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები არ დაემორჩილნენ აშშ-ისა და ევროკავშირის "ზეწოლას" და არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.