ქართულ ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.მმართველი პარტიის ოპონენტები ფიქრობენ, რომ კრემლის გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისათვის” დაწესებული ჯილდოა, რომელიც სახელისუფლებო ძალამ პრორუსული პოლიტიკის გატარების შედეგად მოიპოვა.
საკითხს ასევე გამოეხმაურნენ ექსპერტებიც. ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ მოსკოვის ახალი ინიციატივა შეაფერხებს საქართველოს ევროინტრგრაციას და ჩვენი ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს დააზიანებს.