რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა. ამასთან, მოიხსნა ის აკრძალვაც, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა ეკრძალებოდათ. სავიზო რეჟიმის გაუქმებას საგანგებო ბრიფინგით საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. საკითხს ეხმაურებიან ხელისუფლების ოპონენტებიც.