საქართველოში ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალაუდი გერიევი არ შეუშვეს. ის თბილისში 6 მაისს ბუდაპეშტიდან ჩამოვიდა. გერიევის თქმით, მას შემდეგ რაც მესაზღვრემ პასპორტში ნახა, რომ ის ჩეჩენი იყო,დოკუმენტები შესამოწმებლად ჩამოართვა, ცოტა ხნის შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრეს. მისი სიტყვებით, „ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ რუსულ აეროპორტში“