სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, უწყებამ, პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დამატებითი გარანტიების შექმნის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით, დაცვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა. პროგრამა მსხვერპლისათვის პირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ან მის მიმართ უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენებას ითვალისწინებს.