უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს უფსკრულის გადალახვაში დახმარებას სთავაზობს და ამბობს, რომ ქვეყანას, რომელსაც ერთი ოლიგარქი ფლობს და პოლიტპატიმრები ჰყავს ევროინტეგრაცია გაუჭირდება. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით ნორმალურია , როდესაც არახამია საქართველოსთვის დახმარების სურვილს გამოთქვამს, რადგან საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს. „ქართულ ოცნებაში“ კი რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელმოცარული ადამიანის განცხადებები არავის აინტერესებს.