"ქართული ოცნება" ოპოზიციური პარტიების დაფინანსების გამჭირვალობაზე ალაპარაკდა - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს რომ პოლიტიკური პარტიები ცრუ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებენ, გრანტის სახით მიღებულ თანხას კი ვიწროპარტიული მიზნებისთვის იყენებენ. ბრალდების ადრესატებმა ქართულ ოცნებას დღეს შეახსენეს, რომ მათ დაფინასებას აუდიტის სამსახური ისედაც მუდმივად სწავლობს, ასეთი სახის განხადება კი ოპონენტებზე ზეწოლას ემსახურება.