ტუნისში, კუნძულ ჯერბაზე სინაგოგაზე განხორციელებულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მორწმუნე და დაცვის თანამშრომელი.
ამასთან, ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
სინაგოგაზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც 5000 ებრაელი ყოველწლიურ მომლოცველობაში იღებდა მონაწილეობას.
როგორც მედია წერს, თავდამსხმელი სამხედრო პირია, რომელიც ადგილზე მოკლეს.
თავდასხმის მოტივზე გამოძიება მიმდინარეობს.