ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, ამერიკამ უკრაინის დასახმარებლად 1,2 მილიარდი დოლარის თავდაცვის ახალი პაკეტი გამოყო, რისთვისაც პარტნიორ ქვეყანას მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, უკრაინა სხვა პარტნიორებთან ერთად ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად მუშაობას აგრძელებს.
ზელენსკიმ ასევე, საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც გაუსვა ხაზი, რომლის თანახმადაც მეგობარმა ქვეყანამ, რუსული ფსევდო კერძო ვაგნერის ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამავე დროს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინული თავდაცვის საჰაერო ძალებს, ქვეყნის ღირსეული დაცვისათვის მადლობა გადაუხადა.