ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს.
"სხვასთან ვერ დავდგებით, სახე უნდა შევინარჩუნოთო: გეკითხებით, რომელ პოლიტიკურ პარტიას გაქვთ ხალხის საკოცნელი პირი შერჩენილი?!რას უპასუხებთ ხალხს ოპოზიციური პარტიები, როცა გკითხავენ კანდიდატის სტატუსი თუ ვერ მივიღეთ: სად იყავით მაშინ, როცა საქართველოს ევროპული მომავლისთვის უნდა გაერთიანებულიყავით და თქვენ ერთმანეთს სახეს ახევდით?! სად იყო თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როცა საქართველოს ათასწლეულების ნანატრი შანსი ჰქონდა - გამხდარიყო ევროპული სივრცის და უსაფრთხოების ნაწილი და თქვენ თქვენს ვიწრო პოლიტიკურ ამბიციებს ვერ გადააბიჯეთ?! სად დადიხართ, ასეთი ხალხთან რომ არ მიდიხართ?! ვიდეო იხილეთ პირველ კომენტარში. აგრეთვე, გთხოვთ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი იუთუბ-არხი," - წერს ხათუნა ლაგაზიძე