გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 23 სარაკეტო და 43 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში, სადაც შეტევაზე 46-ჯერ გადავიდა. გენერალური შტაბის ცნობით, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.