დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, Dementia Research Institute-მა და კრეატიულმა სააგენტო WongDoody-მ ახალი ვიდეორგოლი გადაიღეს. მასში ნაჩვენებია აღნიშნული დაავადების მქონე ქალები და მათ მიერ დაწერილი მოგონებები, რომლებიც წარმავალ, მეხსიერებიდან ამოშლილ მომენტებს ეხება.
„მონაწილეები დაგვეხმარნენ, ცხოვრება მთელი თავისი ხასიათით წარმოგვედგინა: ველური, მშვიდი, ამქვეყნიური და ღრმა. გვსურს, ამ რეკლამით დავაფიქროთ ადამიანები, რას ნიშნავს, იყო ცოცხალი და ძვირფას ადამიანებთან ერთად იზიარებდა მნიშვნელოვან მომენტებს“, — ამბობს გრეის ფრენსინი, WongDoody-ის კრეატიული დირექტორი.