ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს. მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის სამოქალაქო სარჩელში ცნო დამნაშავედ და მის წინააღმდეგ შევიწროებისთვის და ცილისწამებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მათ დაადასტურეს, რომ ტრამპმა სექსუალურად შეავიწროვა კეროლი 1996 წელს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის მოსაზომ კაბინაში და ყოფილ პრეზიდენტს მისთვის დაახლოებით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს.
მსაჯულებმა, ასევე საფუძვლიანად სარჩელიც, რომელიც ტრამპს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის სახით კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დაევალა. ყოფილი პრეზიდენტი გაუპატიურებაში თავს დამნაშავედ არ აღიარებს.
სარჩელი სამოქალაქოა და დონალდ ტრამპს დაპატიმრება ან სისხლის სამართლის სხვა ღონისძიება არ ემუქრება.