17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, მსვლელობა ქაშვეთიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.