საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი არის ევროკავშირში და ეს საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია.
ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ასეთ ისტორიულ დროს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, მისთვის ევროკავშირის ელჩობა არის ნამდვილი პრივილეგია. ჰერჩინსკის განმარტებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობა მას შემდეგ, რაც ძირითადი პრიორიტეტები შესრულდება არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა“.