საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართველ ხალხს მიმართეს. შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს მომავალი არის ევროპაში. მან საქართველოს მოსახლეობას ბედნიერი ევროპის დღე უსურვა.
ასევე თბილისში, ორბელიანის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც. ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა შარლ მიშელს და აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა გულწრფელად ჩაწერა ეს მიმართვა, რადგან მას ნამდვილად სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ ხელიდან არ უნდა გავუშვას ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შანსი.