საქართველოს ხალხმა ნათელი არჩევანი გააკეთა, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლების ნათელი არჩევანი. სწორედ ამიტომ ქვეყნის მომავალი ჩვენ საერთო ოჯახშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე, ქართველი ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, ევროპა საქართველოსთან ერთად.
“დღეს ევროპის დღეა და პირველი ევროპის დღეა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საქართველოს ხალმა ნათელი არჩევანი გააკეთა, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლების ნათელი არჩევანი. სწორედ ამიტომ ქვეყნის მომავალი ჩვენ საერთო ოჯახშია.
საუკეთესოს გისურვებთ. თქვენთან ერთად ვართ და ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ” , - განაცხადა მიშელმა.