პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სამოქალაქო აქტივისტებმა პოლონეთში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის ყვავილებით შეემკობის უფლება არ მისცეს. პოლონური მედიის ცნობით, დემონსტრანტები ანდრეევს მემორიალთან ელოდებოდნენ, სადაც უკრაინის ასობით დროშა ჰქონდათ გამოფენილი. „რაშისტები“, „ტერორისტები“- სკანდირებდნენ დემონსტრანტები. პოლონური მედიის ცნობით, რუსულმა დიპლომატიურმა მისიამ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და გამარჯვების დღესთან დაკავშირებით "სამოქალაქო წესრიგის ორგანიზება" სთხოვა. თავის მხრივ, პოლონურმა მხარემ რუსი დიპლომატი გააფრთხილა, რომ ამ დღეს ცერემონია არ ჩაეტარებინა, რადგან ეს პოლონელების მხირდან აგრესიას გამოწვევდა.