უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე დასწრებას ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულმა ქვეყნებმა უკრაინელი ხალხის მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ხალხებმა 78 წლის წინ ნაციზმზე გამარჯვებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს და ისინი არ იმსახურებენ, რომ ახლა კრემლმა ყალბ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გამოიყენოს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ნაციზმზე გამარჯვებასთან. მოსკოვში, „წითელ მოედანზე“ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78-ე მიძღვნილი აღლუმი გაიმართა.