მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი გავიდა. მთელი დღის განმავლობაში კიკვიძის პარკში მელიტონ ქანთარიას ძეგლთან ომის მონაწილე ვეტერანები იმყოფებიდნენ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დეტალებს იხსენებდნენ. დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიაგეს. რა მოხდა 78 წლის წინ და როგორი იყო მთელი დღის განმავლობაში ვითარება კიკვიძის პარკში.