ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს და ევროპის დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად მიულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვების შემდეგ, ათონელის ქუჩაზე სუხიშვილების, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტისა და ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.