უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტი ბიუროზე უკვე დარეგისტრირებულია და უახლოეს მომავალში განიხილება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგებლებმა თემასთან დაკავშირებით საკანინმდებლო ორგანოში ბრიფინგი უკვე გამართეს. კანონპროექტს ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მმართველი გუნდის განმარტებით, დღეს არსებული მექანიზმი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ მოქმედებს. მათი მთავარი მიზანია, ცესკოსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგიც გაიმართა.