რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვში, „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმს დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება რუსეთის ამჟამინდელ დმგომაროებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რუსეთუ საკუთარი უსაფრთხოებსი დაცვას გააგრძელებს. მისი თქმით, ქვეყანა ამაყობს იმ ადამიანებით, ვინც ახლა უკრიანაში ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს. ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა თავიანთი წესების კარნახი განაგრძონ.