მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი გავიდა. დილიდან ხალხმრავლობა იყო ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში. ადგილზე იმყოფებიდნენ ომის მონაწილე ვეტერანები, რომლებიც 78 წლის წინ მიმდინარე მოვლენებსა და ომის დეტალებს იხსენებდნენ. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს მთავრობის წევრებმა. მათი თქმით, ამ ომის გამარჯვებაში ქართველი ხალხის როლი შეუფასებელია. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, თითქმის ნახევარი კი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.