პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, საჯარო სკოლებში, საბაზო საფეხურის მოსწავლეები კვებით უზრუნველყონ. საკითხის ინიცირებას პარტია ყველა საკრებულოში გეგმავს. ამბობენ, რომ საქსტატის კვლევით, სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა კი სასკოლო საათებში შიმშილობს.